საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე და ვიცე-სპიკერები აირჩიეს.
პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ შალვა პაპუაშვილი იქნება. პირველი ვიცე-სპიკერად ისევ გიორგი ვოლსკი აირჩიეს.
უმრავლოსების კვოტით ვიცე-სპიკერებად თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი აირჩიეს.
გარდა ამისა, დაკომპლექტთა ფრაქცია "ქართული ოცნება", რომლის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე იქნება. მისი მოადგილეები კი რიმა ბერიძე, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, დავით კოდუა, ედიშერ თოლორაია და ნოდარ ტურძელაძე იქნებიან.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. სხდომას არ ესწრებოდა არცერთი ოპოზიციური პარტიის წევრი და დიპლომატიური კორპუსი.
ამ დროისთვის, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება.