იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ანრი ოხანაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას კი დავით სონღულაშვილი დაიკავებენ.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა. რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მინდა, წარმოგიდგინოთ დავით სონღულაშვილის კანდიდატურა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.