საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, და ზუბალაშვილისა და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე განლაგდნენ. მათ პარლამენტის უკანა შესასვლელამდე კორდონი აქვთ გაკეთებული.
ამასთან, პარლამენტის შესასვლელი ჭიშკრები რკინის კონსტრუქციებით გაამაგრეს და დააბოქლომეს.
ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეები, რომლებსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი. მოქალაქეებმა ღამე გაათენეს. აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
დღეს 12:00 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა გაიმართება, სადაც მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდება.
ფოტო: რადიო თავისუფლება