თავისუფლების მოედანზე "ძლიერი საქართველოს" წევრ გრიგოლ გეგელიას წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი შეასხეს.
გეგელიამ საპოლიციო ძალებს ჰკითხა, აპირებდნენ თუ არა ისინი აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დარბევას, თუმცა კითხვაზე პასუხი არავის გაუცია. ამის შემდეგ კი მას მას წყალი შეასხეს.
პარლამენტის წინ აქციის პარალელურად, თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანაა მობილიზებული.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება. მოქალაქეებმა ღამე გაათენეს. აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.