ამ დროისთვის, პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.
საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავი დგას.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე კარვებს შლიან. მომიტინგეებს პოლიტიკოსები სიტყვით მიმართავენ.
აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
რადიო თავისუფლება