არალეგიტიმური არჩევნების შედეგად არალეგიტიმური პარლამენტი და მთავრობა მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია.
“არალეგიტიმური არჩევნების შედეგად არალეგიტიმური პარლამენტი და მთავრობა მივიღეთ. ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები, სხვა არაფერი. ჩვენ ლეგიტიმურები ვართ საერთაშორისო არენაზე. ეს მთავრობა მორჩება. მთავარია, რომ ვიცოდეთ საით მივდივართ, ეს არის ჩვენი გზა”, - აღნიშნა ოთარ ზურაბიშვილმა.