რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით პარლამენტთან მისვლას ცდილობენ, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.
აღნიშნულის გამო, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების რამდენიმე ფაქტი იყო.
სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ მანქანები დატოვონ და რუსთაველის გამზირზე ფეხით გადაადგილდნენ.
„რუსთაველის გამზირი დაკეტილია, არ შეიძლება პიკაპების შესვლა. მსვლელობა შეგიძლიათ მოაწყოთ ქალაქის სხვა ნაწილში, მაგრამ არა რუსთაველზე", - ამბობს პოლიციელი.