პაკისტანში, ქალაქ პეშარავში მომხდარი ტერაქტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთი პრივილეგირებული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა დღეს, დილით ამოქმედდა, რომლის აფეთქების დროსაც მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად სკოლის 7 მოსწავლე დაიჭრა.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, ტერაქტი დაჯგუფება "ტეხრიკ-პაკისტანის თალიბების" მოწყობილია, რომელიც პრივილეგირებული სკოლების არსებობის წინააღმდეგ გამოდის.
აღსანიშნავია, რომ დაჯგუფების წევრები ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთით არსებული პრივილეგირებული სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ტერაქტებს ხშირად აწყობენ.