ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ მოუწოდა გერმანიის მთავრობას, მიიღოს გადაწყვიტილება და უკრაინას შორი მოქმედების Taurus-ის ტიპის რაკეტების გადასცეს.
მეცოლამ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის „დრო მნიშვნელოვანია“, რუსეთი კი აძლიერებს ზეწოლას - უკრაინის ქალაქების თავზე მხოლოდ მეტი საჰაერო სამიზნე დაფრინავს.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა „სამუდამოდ ვერ დაელოდება“ და რომ ევროპარლამენტში არის ფართო მხარდაჭერა გერმანიის ასეთი გადაწყვეტილების სასარგებლოდ.
მეცოლამ განაცხადა, რომ შესაძლოა, ასეთი ცვლილება უფრო ადრეც მოხდეს, რადგან გერმანიის მმართველ კოალიციაში არსებობს განსხვავებული პოზიციები „ტაურუსების“ კიევისთვის მიწოდების საკითხზე.
რობერტა მეცოლამ გერმანულ მედიასთან აღნიშნა, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება. ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა სამართლიანად გაუსვა ხაზი, რომ უკრაინას არ შეუძლია, უსასრულოდ ელოდოს სამხედრო დახმარებას, რადგან რომელიმე დასავლურ ქვეყანაში არჩევნებია, მაშინ როდესაც უკრაინაში ადამიანები ომში ყოველდღე იღუპებიან. მან შეშფოთება გამოხატა, რადგან რუსეთი აძლიერებს ომს და ინტენსიურს ხდის სარაკეტო დარტყმებს, რაც მრავალრიცხოვან სამოქალაქო მსხვერპლს იწვევს.
Taurus -თან დაკავშირებული დებატები მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა გააუქმა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვები უკრაინისთვის, გერმანიაში კი ვადამდელი არჩევნები ახლოვდება.
უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი შანსი გახდეს შემდეგი კანცლერი, Taurus გადაცემის მომხრეა, გადაწყვეტილებას ემხრობიან სოციალ-დემოკრატიული პარტიის კოალიციური პარტნიორებიც, მაგრამ კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ის ამას არ გააკეთებს.