უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის მიერ ექსპერიმენუული რაკეტის გამოყენებასთან დაკავშირებით, დაავალა თავდაცვის მინისტრს გამართოს შეხვედრები პარტნიორებთან, რათა უკრაინამ მიიღოს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც „შეძლებენ დაიცვან სიცოცხლე ახალი რისკებისგან“. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
„ჩემი დავალებით, უკრაინის თავდაცვის მინისტრი უკვე მართავს შეხვედრებს ჩვენს პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემებზე - სწორედ იმ სისტემებზე, რომლებსაც შეუძლიათ სიცოცხლის დაცვა ახალი რისკებისგან. დღეს უფრო მეტი დეტალი დადგინდა ახალ რაკეტასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთმა გამოიყენა დნიპერზე დასარტყმელად. ჩვენ კი ყველა დეტალს მივცემთ ჟურნალისტებს - საერთაშორისო მედიას. მსოფლიომ უნდა იცოდეს სიმართლე და გააცნობიეროს, რომ ერთადერთი, ვისაც მშვიდობა არ სურს, რუსეთია. სწორედ ამიტომ სჭირდება რუსეთს ესკალაციები, - განაცხადა ზელენსკიმ“.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ სხვა ქვეყნების გამოყენება ახალი რაკეტების გამოსაცდელად ტერორის გამო საერთაშორისო დანაშაულია.
”და რუსეთის მხრიდან ეს არის დაცინვა ისეთი სახელმწიფოების პოზიციიდან, როგორიცაა ჩინეთი, გლობალური სამხრეთის სახელმწიფოები, ზოგიერთი ლიდერი, რომლებიც ყოველ ჯერზე თავშეკავებისკენ მოუწოდებენ და საპასუხოდ ისინი მუდმივად იღებენ ახალ ესკალაციას მოსკოვისგან,” - თქვა ზელენსკიმ.