დღეს ვინც პარლამენტში შევა - შევა რუსეთში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში, მთავარი არხის ეთერში განაცხადა.
"სანამ არცერთი პოლიტიკური პარტია არ შევა, "ოცნება" რჩება მარტო. მარტო არიან. მარტო არიან პარლამენტში, მარტო არიან მთავრობაში. ერთპარტიულია მთავრობა, პარლამენტი, ერთი კაცის ვერტიკალის ქვეშ. ყველა ინსტიტუტი ქვეყანაში რაც არსებობს, აბსოლუტურად ყველა არის სრულიად დამოკიდებული ამ ერთ პარტიაზე და ერთ ადამიანზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.