საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა გუდაძემ ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა, 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა და საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.