ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
"ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ [მიმდინარეობს] სადამსჯელო ღონისძიებები: პოლიციის მიერ ცემა, დაკავება და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით მუქარა.
ამ გოგონას ბრალად ედება ხუთ პოლიციელზე თავდასხმა!!!" - წერს ზურაბიშვილი თავის X-ზე და აქვეყნებს აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლიზი თირქიას სურათს. ლიზი თირქიამ რამდენიმე საათით ადრე თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაურეკეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და უთხრეს, რომ აქციაზე 5 პოლიციელს დაესხა თავს, გაიქცა და იმალება.