„ძლიერი საქართველოს“ გეგმაა დასავლელ პარტნიორებთან მაქსიმალური ურთიერთობა და ინფორმაციის მიწოდება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლევან სამუშიამ „დღის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „ძლიერი საქართველოსთვის“ გეგმაა სიების ჩახსნა და რომ არ მოხდება მე-11 მოწვევის პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემა.
"მე შემიძლია გითხრათ, რომ "ძლიერი საქართველოს" გეგმა არის მაქსიმალურად ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა, მაქსიმალურად მიწოდება ინფორმაციის. ასევე, "ძლიერი საქართველოს" გეგმაა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებიდან სიების ჩახსნა და ლეგიტიმაციის არ მიცემა პარლამენტისთვის.
"ძლიერი საქართველო" რჩება ამ გეგმის ერთგულად. "ძლიერი საქართველო" და ჩვენი პარტიის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას ამ ბარიერგადალახული და ხმაწართმეული პარტიებისგან სახალხო პარლამენტი, სადაც იქნება მსჯელობა, ურთიერთობა და კავშირები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, სადაც იქნება ქვეყნის საკითხებზე აქცენტირება და, ასევე, მთავარია, ჩატარდეს ქვეყანაში ხელახალი არჩევნები," - აღნიშნა ლევან სამუშიამ.