თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტებმა კარვები გაშალეს. ისინი იქ ღამის გათენებას აპირებენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტებმა კარვები გაშალეს. ისინი იქ ღამის გათენებას აპირებენ.
თსუ-ის სტუდენტებს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც და საქართველოს ის მოქალაქეებიც შეუერთდებიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
თსუ-ს სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას მოითხოვენ.