ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო, სასამართლომ დავით კირთაძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე დავით ცეკვავამ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ცესკო-ს წევრი 500 ლარით დააჯარიმა.
შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც არჩევნების შედეგები უნდა შეეჯამებინათ, თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს კომისიის წევრმა დავით კირთაძემ, სავარაუდოდ, საღებავი შეასხა.
შემთხვევა 16 ნოემბერს მოხდა. შსს-მომხდარზე გამოძიება დაიწყო.