ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რათა მოხდეს ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებები, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
"ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს არა იმიტომ, რომ ვინმემ ოცნება ჩაანაცვლოს, არამედ, რათა მოხდეს ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებები. მოხდეს, რათა ამის და, საკუთრივ, დემოკრატიული არჩევნების გარეშე ჩვენი გზა ევროპაში ჩახერგილია.
ამიტომაც, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და აუცილებლად ჩატარდება კიდეც," - წერს გვარამია.