უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ დიპლომატია ომის დასრულების ერთადერთი გზაა და დარწმუნებულია, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეძლებს აიძულოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დათანხმდეს მშვიდობას.
Fox News-თან ინტერვიუში, შეკითხვაზე, არის თუ არა პუტინი ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ომის დასრულების შესახებ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „დღეს ბევრი რამ არის დამოკიდებული პუტინზე“ და მას შეუძლია დაასრულოს ეს ომი. მაგრამ ბევრად უფრო მეტად ეს დამოკიდებულია შეერთებულ შტატებზე.
„პუტინი შეერთებული შტატებზწე სუსტია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს აქვს ძალა, უფლებამოსილება და იარაღი და მას შეუძლია შეამციროს ენერგომატარებლების ფასი. ფიქრობს ფასების შემცირებაზე ენერგორესურსებზე, ნავთობზე და ეს უნდა გაკეთდეს“, - თქვა ზელენსკიმ.
შეკითხვაზე, მოელოდა თუ არა ტრამპს შეუძლია გავლენა მოახდინოს პუტინზე ომის დასასრულებლად, ზელენსკიმ უპასუხა, რომ „ეს ადვილი არ იქნება“, მაგრამ ეს შესაძლებელია.
”ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, თუ გამოყენებული იქნება ყველა შესაძლებლობა, რაც აშშ-ს აქვს, მაშინ დიახ, მას შეუძლია ამის გაკეთება.
იმიტომ რომ ის პუტინზე ბევრად ძლიერია. ის უფრო ძლიერია. შეერთებული შტატები უფრო ძლიერია. ეკონომიკა უფრო ძლიერია. შეერთებულ შტატებს ძალიან დიდი გავლენა აქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.