„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მიიღეს სიგნალები ბიძინა ივანიშვილისგან - მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის შეთავაზებით. ამის შესახებ გვარამიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
ნიკა გვარამიას კითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტის პირველი სხდომის თარიღის - 25 ნოემბრის დასახელებასთან დაკავშირებით.
„მსგავსი რამ "ქართულ ოცნებას" ვერ გადაარჩენს თუ არადა ბატონ კობახიძეს მოვუყვებით როგორ გამოდიან მოლაპარაკებაზე ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენთან პირადად, იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ჩვენი პარტია და რაღაცნაირად ისაუბრებს, დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან „ქართულ ოცნებასთან“, ამას თქვენთან ვამბობ და ეს ნამდვილად არ მეჩვენება. ახლა კობახიძეს სანამ არ მოჰბეზრდება იქამდე ატაროს მთავრობის სხდომები. რა თქმა უნდა. არავითარი მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან“ არ იქნება, მოლაპარაკება შესაძლებელია ერთადერთ საკითხზე - ხელახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, კობახიძე არავის არ აღელვებს, საიდანაც გინდა იქიდან ააორთქლოს ბიძინა ივანიშვილმა“, - თქვა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, კობახიძე არაფერს წარმოადგენს და სიგნალი ქვეყნის ფარგლებს გარედან მიიღეს ივანიშვილისგან.
„სიგნალი იყო პირადად ივანიშვილის მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური დღის წესრიგიდან. მე არ ვაპირებ დაზუსტებას, მაგრამ ეს სიგნალი ამ ქვეყნის ფარგლები არ ყოფილა, ჩვენ მოგვაწოდეს ეს სიგნალი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ოღონდ ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, პასუხიც იყო აბსოლუტურად ცალსახა - არავითარი ინტერესი ჩვენ არ გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით ვის რას სთავაზობს ბიძიან ივანიშვილი, ერთადერთი საკითხია მოლაპარაკების და განხილვის ღირსი - ახალი არჩევნები.
ჩვენს ტერიტორიაზე არ მომხდარა ამ სიგნალების გაცვლა, ჩვენ გვყავს წარმომადგენელი, ასევე მათაც ჰყავთ ქვეყნის გარეთ წარმომადგენლები და მოხდა კონკრეტული ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა საერთოდ არ მონაწილეობდნენ არანაირ პოლიტიკურ დისკურსში ოღონდ ოპოზიცია, ჩვენ წამყვანი ოპოზიციურ ძალა ვართ, მოგეხსენებათ, დათანხმდეს იმაზე, რომ რაღაცა ფორმით მაინც შედგეს თანამშრომლობა. არავითარი თანამშრომლობა არ შედგება“.
კითხვაზე, თუ ვისთან უნდა შემდგარიყო მოლაპარაკება ნიკა გვარამიამ უპასუხა, რომ „მაგას ვერ გეტყვით, კობახიძე და მისი გუნდი როგორც არ არსებობს, კიდევ უფრო არ იარსებებს, ივანიშვილზეა ლაპარაკი. რა თქმა უნდა. კობახიძეს ვინ ეკითხება რაიმე სიგნალის გაგზავნას, ან ვინ ელაპარაკება საერთოდ, ეს არის ივანიშვილის ტექსტი და კიდევ ერთხელ აქედან ღიად ვუთვლი მას, არავითარი საუბარი მასთან არ იქნება ერთადერთი საკითხი, რაც შეიძლება გადაწყდეს - ეს არის ხელახალი არჩევნები, კობახიძე ჩვენთვის არ წარმოადგენს არაფერს“.