თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, წულუკიძის ქუჩაზე ავტოფარეხში გაზის ბალონი აფეთქდა.
შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როცა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
აფეთქების შედეგად დაზიანდა წინ მდებარე კორპუსის ფანჯრები და ეზოში მდგომი ავტომანქანები.