აჭარის სათევზე მეურნეობების წარმომადგენლები დღეს ჰოლანდიელ იქთიოლოგს, პიტერ ვერკმანს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს აჭარის მეთევზეობის მეურნეობებში არსებული პრობლემების გაცნობა წარმოადგენდა.
პიტერ ვერკმანმა ადგილობრივ მეთევზე ფერმერებს გაუწია კონსულტაცია ლიფსიტების გამოზრდის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში საკალმახე მეურნეობის განვითარების პროცესს.
დღეისთვის რეგიონში 91 საკალმახე მეურნეობაა, რომელთაგანაც მოქმედია 72. საშუალოდ წლიურად იწარმოება 300 ტონამდე კალმახი, მაქსიმალური დატვირთვის შემთხევაში შესაძლებელია წარმოება 700 ტონამდე გაიზარდოს. წარმოებული თევზის რეალიზაცია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ხდება, 1 კგ თევზის საშუალო სარეალიზაციო ფასი 8-9 ლარს შეადგენს.
ფერმერთა განმარტებით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო ექსპერტის ვიზიტი აჭარაში რადგან, მათ საინტერესო საკითხზე მიიღეს კომპეტენტური და ამომწურავი პასუხები, რომელსაც გაითვალისწინებენ საწარმოთა შემდგომი განვითარებისთვის.