რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ის და „ვიცე-პრეზიდენტი“ რჩებიან ადგილზე და აგრძელებენ მუშაობას.
„აფხაზეთის ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები ადგილზე არიან და ადგილზე იქნებიან და გააგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
მანამდე, სოხუმში მომიტინგეები ე.წ.პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ.
ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის „საინვესტიციო ხელშეკრულების“ რატიფიცირების პროცესი.
აქციის მონაწილეები ბჟანიას გადადგომას ითხოვდნენ.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანის შესახებ.
„ტელეგრამის“ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტის შენობასთან დილიდან განვითარებული მოვლენების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.