საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ იქნება იქ, სადაც საჭიროა.
პრეზიდენტს ორგანიზაცია „ჩემი ხმის“ ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, პაატა ციკოლიამ მიმართა: „ქართულ პოლიტიკაში დარჩენას თუ აპირებთ, როგორც ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ფიგურა, თქვენ გავალდებულებთ, გვილიდეროთ სამოქალაქო საზოგადოებას და ყველამ ერთად, ერთხმად მოვითხოვოთ, პოლიტიკურმა პარტიებმა დაგვანახონ ერთიანობა, იმუშაონ ერთად, გაგვამხნეონ ამით და ჩვენ გავამხნევებთ მათ. ჩვენ უნდა ვიყოთ მათი ზურგი და უნდა მოვითხოვოთ ეს ერთიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლა ძალიან გაგვიჭირდება და აუცილებლად დავმარცხდებით ან ისე დავსუსტდებით, რომ ვეღარ შევძლებთ გაგრძელებას“.
საპასუხოდ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:
„ჩემს პარასკევებს როცა დავამთავრებ, აქ ვარ, სადაც საჭირო ვარ, აქ ვიქნები და, დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად“.
სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა – კოალიცია „ჩემმა ხმამ“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა გამართეს.