საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
„მე მინდა გამოვეხმაური იმ მოვლენებს, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში და რუსულ პოლიტიკას. მინდა დავგმო ის, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როცა ითხოვს საქართველოსგან დათანხმდეს დელიმიტაციას, რაც არის წარმოუდგენელი და რაც პრინციპში უგელებელყოფს საქართველოს მთავრობის მთელ ლოგიკას ვითომცდა დათმობებით შეიძლება შეაცვლევინო რუსეთის მისი პოლიტიკა.
შეაცვლევინებ კი არა ააჩქარებ, ეს ჩანს ყოველდღიურად. და ის რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში - არის მცდელობა რუსული კანონის გატარების, რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა. მინდა მათ სოლიდარობა გამოვუხატო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.