ოპოზიციას არჩევნების მოგებისთვის არაფერი გაუკეთებია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„არჩევნების მოგებისთვის საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ, არანაირი კამპანია არ უწარმოებიათ, რეგიონში არ დადიოდნენ, დელეგატები არ დაასახელეს, მერე უკვირთ, რომ, მაგალითად, იმ რეგიონში, სადაც კომპაქტურად ეთნიკური ჯგუფებია დასახლებული, როგორ ვერ მივიღეთ მხარდაჭერაო. იმ რეგიონის წარმომადგენელი სიაშიც კი არ ჰყავდათ და მხრები აიჩეჩეს. სინამდვილეში, მთავარი საკითხი არის, რომ გაყალბებაზეც ვერ საუბრობენ, უნდათ თქვან, რომ ჩატარდა ფოკუსი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.