უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის ძალები ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში არ შესულან და დასახლებას უკრაინის თავდაცვის ძალები აკონტროლებენ. ამის შესახებ უკრაინულ მედიას გენშტაბის სპიკერმა, ანდრიი კოვალევმა განუცხადა.
„რუსი ოკუპანტების ყველა იერიში ამ მიმართულებით წარმატებით მოგერიებულია. რუსმა დამპყრობლებმა კუპიანსკში შესვლა ვერ შეძლეს. ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა“, – განაცხადა მან.
კოვალევმა განმარტა, რომ 13 ნოემბერს, 14:30 საათზე, რუსი ოკუპანტები ცდილობდნენ გაერღვიათ უკრაინის ჯარების თავდაცვა კუპიანსკის მიმართულებით.
მტრის მოიერიშე ჯგუფები თავს დაესხნენ უკრაინელი დამცველების პოზიციებს ოთხი მიმართულებით. საერთო ჯამში რუსეთის ზალებ,ა 15-მდე ერთეული ტექნიკა აამოქმედა.
მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა გადამწყვეტი მოქმედებებით შეაჩერეს მტრის წინსვლა, გაანადგურეს მისი ყველა ჯავშანტექნიკა და მისი ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი.
მანამდე უკრაინულმა ანალიტიკურმა პროექტმა DeepState-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში შევიდნენ. გენშტაბი საზოგადოებას მოუწოდებს, ენდოს მხოლოდ ოფიციალური წყაროებს.