ქართველები დემონსტრაციებს აწყობენ და აცხადებენ, რომ უნდათ ევროკავშირი და არ სურთ იყვნენ ბატონი პუტინის ორბიტაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გასულ წლის დეკემბერს ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთვის მიეცა კანდიდატის სტატუსი. ისტორიული გადაწყვეტილება, იყო უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის. სამწუხაროდ, ბოლო დროს, სერიოზული შეშფოთებას იწვევს ქვეყნის ტრაექტორია. წინასაარჩევნო გარემო იყო გასვრილი დარღვევებით. ქართველები დემონსტრაციებს აწყობენ და აცხადებენ, რომ უნდათ ევროკავშირი და არ სურთ იყვნენ ბატონი პუტინის ორბიტაში. ყველა დარღვევა უნდა იქნეს გამოძიებული და ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები უნდა იყოს გათვალისწინებული", - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.