"ქართულ ოცნებას" არჩევნები არ მოუგია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს, განაცხადა.
"კორუმპირებული ოლიგარქიული ძალები კრემლის დახმარებით ცდილობენ მოიპოვონ ძალაუფლება ყველგან, საქართველო გამონაკლისი არ არის. არჩევნები საქართველოში არ იყო დემოკრატიული. ჩვენ ვერ ვაღიარებთ მას. "ქართულ ოცნებას" არ მოუგია. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ მათ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიებისკენ.
საქართველოს კანდიდატის სტატუსი გაყინულია - ეს ასე დარჩება. ჩვენ უნდა გადავაფასოთ, იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს. ასევე უნდა ვიმსჯელოთ სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის დახმარებებზეც.
ამიერიდან, ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ უნდა უთხრას ორივეს: ქართულ საზოგადოებასაც და „ქართულ ოცნებას“, რომელმაც მათ არჩევნები მოჰპარა, კიდევ უფრო მკაფიოდ რომ ვთქვათ: ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ მათი ქვეყნის „დებიძინიზაციის“ შემდეგ“,- განაცხადა იუკნევიჩიენემ. [სინქრონული თარგმანი]