ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ პლენარულ სესიაზე ევროპარლამენტს მოუწოდა, რომ საქართველოს არადემოკრატიული არჩევნების საკითხი დღის წესრიგში დადგეს და საკითხზე რეზოლუცია იქნეს მიღებული.
ლუაზოს თქმით, იგი 6 კოლეგასთან ერთად საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით იმყოფებოდა, სადაც მათ გაყალბება და დაშინება იხილეს.
კოლეგებო, მე ვიმყოფებოდი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საქართველოში, სადაც ჩვენ ვიხილეთ გაყალბება, დაშინება, შესაბამისად, მინდა დებატები გავმართოთ ამ საკითხზე ევროპარლამენტში. რაც ხდება ახლა საქართველოში, ვსაუბრობ პროტესტზე, ხალხი ქუჩაში გამოვიდა საქართევლოსა და ევროკაშირის დროშებით და ისინი ევროკაშირისგან ელოდებიან თანხმობას.
სამწუხაროდ, ევროპულმა საბჭომ ვერ გამონახა დრო ამ საკითხზე ესაუბრა ბოლო შეხვედრის დროს. ჩვენ უნდა გამოვნახოთ დრო არა მხოლოდ დებატებისთვი, რაც ახლა საქართველოში ხდება, ასევე ფორმალურად დავამტკიცოთ ჩვენი პოზიცია რეზოლუციის სახით. სწორედ ამიტომ გთხოვთ ეს საკითხი დღის წესრიგში ჩავამატოთ", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.