კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ცესკო-სთან, სადაც აქცია „დავიბრუნოთ ჩვენი ხმა“ გიმართება, განაცხადა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საქართველოს მომავალს იპარავს.
“ბატონო გიორგი, თქვენი მეტსახელი იქნება მშიშარა გიორგი. გვყავდა გიორგი ბრწყინვალე და დღეიდან გვეყოლება გიორგი მშიშარა, რომელსაც ეშინია მშვიდობიანი მოქალაქეების პროტესტის. ის 10 ათასი ხელფასი, რომელიც გაქვთ არის ჩვენი დანიშნული, ჩვენ გიხდით თქვენ ხელფასს. თქვენ იპარავთ საქართველოს მომავალს. პირველ ვნახე დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელსაც ქალების აქციის შეეშინდა. ყველა კაცი კაცი არ არის, დაიმახსოვრე კობახიძევ.” – განაცხადა ანა დოლიძემ მიმართვისას.