სამარცხვინო ხელისუფლება ქვეყნის ისტორიაში დიდ შავ წერტილად დარჩება - ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, სადაც „დავიბრუნოთ ჩვენი ხმა“ მიმდინარეობს.
„ვითხოვთ, დაგვიბრუნონ ხმები, რომლებიც მოიტაცეს და გააყალბეს. ხმების მოპარვასთან ერთად სამარცხვინო ხელისუფლება ამ ადამიანებთან ერთად (საუბარია ცესკოსთან მყოფ სამართალდამცველებზე)რომლებსაც სამარცხვინო ხელფასს უხდის და სამარცხვინო მდგომარეობაში ამუშავებს, ახლა თავს იცავს და იცავს ნაქურდალს, სოროშია შემძვრალი და ჰქონია რომ პოლიციის კორდონი მის სირცხილს ჩამორეცხავს. ამ დანაშაულს და სირცხვილს, რომელიც მათ ჩაიდინეს, ვერაფერი ვეღარ ჩამორეცხავს. იმ დიდ შავ წერტილად დარჩებიან ამ ქვეყნის ისტორიაში", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცოტა ხნის წინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაპირისპირება იყო.
ადგილზე შეკრებილების განცხადებით, პოლიციამ ძალის გამოყენებით შესასვლელი გადაკეტა და აქციის მონაწილეებს გარკვეული დროის განმავლობაში ეზოში შესვლის საშუალება არ ეძლეოდათ.