ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკათხებში ჯოზეგ ბორელი აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის შესანარჩუნებლადაც კი საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება.
ამის შესახებ ბორელმა უკრანულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტრევიუში ისაუბრა.
ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას ბოლო დროს აფრთხილებდნენ, რომ მათ ევროპული გზიდან გადაუხვიეს.
ბორელის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირში სურს, უნდა შეცვალონ მიღებული კანონები, გამოასწორონ არჩვენებზე გამოჩენილი პრობლემები.
მისივე თქმით, ევროინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველოსა და უკრაინას შორის მსგავსებებს ვერ ხედავს.
„უპირველეს ყოვლისა, საქართველოსა და უკრაინას შორის ვერანაირ მსგავსებას ვერ ვხედავ. საერთოდ.
უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა სრულად ჩართულია ევროკავშირში გაწევრიანებაში, ისევე, როგორც უკრაინული საზოგადოება.
ეჭვგარეშეა, რომ თქვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრობა სურს და უკრაინის წევრობა ევროკავშირში არის უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი ვალდებულება ანდა გარანტია, რომლის შეთავაზებაც უკრაინისთვის შეგვიძლია.
საქართველოს შემთხვევაში ეს ასე ნამდვილად არ არის.
ჩვენ ვაფრთხილებდით საქართველოს მმართველებს და მთავრობას, რომ ისინიშორდებიან ევროკავშირის გზას, თუ მათ ევროკავშირში სურთ, უნდა შეცვალონ მიღებული კანონები, გამოასწორონ არჩვენებზე გამოჩენილი პრობლემები.
მათ ძლიერი ცვლილებები სჭირდებათ იმისთვისაც კი, რომ ისევ ევროკავშირის კანდიდატად მიიჩნეოდნენ“, - განაცხადა ბორელმა.