რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყველა ღონეს მიმართავს, რათა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, მოახერხოს კურსის ოლქზე სრული კონტროლის აღდგენა. იტყობინება გამოცემა The Telegraph-ი.
გამოცემის ინფორმაციით, პუტინმა კურსკში 50 000 რუსი და ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი განალაგა.
როგორც იუწყებიან, პუტინი იმედოვნებს, რომ მოახერხებს 20 იანვრამდე მოახერხებს დაიბრუნებს კურსკის დაკარგულ ტერიტორიებს, რომელსაც ახლა უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ.
ბრიტანული სამხედრო დაზვერვის შეფასების თანახმად, რუსეთი გააძლიერებს კურსკში უკრაინულ პოზიციებზე ზეწოლას, გაზრდის რა უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმებს.
ვარაუდობენ, რომ კურსკის ოლქში პოზიციების აღდგენისთვის, რუსეთის მხარეს ჩართული იქნება 12 000-მდე ჩრდილოეთ კორეელი წვევამდელი.
დასავლელი დიპლომატების ვარაუდით, პუტინი ტრამპის ინაუგურაციამდე ჩქარობს კურსკის დაბრუნებას, რათა თავისი პოზიციები გაიუმჯობესოს, პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც მოსალოდნელია ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავების შემდგომ.