ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი იძულებული გახდა ორშაბათს დილით, კიევში საჰაერო განგაშის ჩართვის გამო თავშესაფარში გადასულიყო. ამის შესახებ ბორელი X-ზე წერს და თავშესაფრიდან ფოტოს აქვეყნებს.
”მე ვიწყებ ჩემს დღეს კიევის თავშესაფარში, რადგან რუსეთი იწყებს მორიგი სარაკეტო თავდასხმას. ეს არის ყოველდღიური რეალობა უკრაინელი ხალხისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ“, - თქვა ბორელმა.
როგორც ცნობილია, ბორელი კიევში შაბათს, 9 ნოემბერს ჩავიდა.