„ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაციიდან ივანიშვილის პარტიის წევრები მოისმენენ იმას, რომ ამ არჩევნებს ვერ და არ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია, რაც ბუნებრივია არის საფუძველი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის, რასაც ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ვითხოვთ, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
ამ წუთებში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ერთად, ევროკავშირის დელეგაციას ხვდებიან;
თინა ბოკუჩავას განცხადებით, საერთაშორისო მეგობრებისთვის სრულიად ნათელია, რომ ამ არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება,
„26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, მათ შორისო არც ევროკავშირისგან, რადგან საქართველოს საერთაშორისო მეგობრებისთვის სრულიად ნათელია, რომ ამ არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება, მოხდა თავისუფალი ნების უგულებელყოფა უამრავი სხვადასხვა მაქინაციით და მათ შორის ფარულობის კონსტიტუციური პრინციპის მასობრივი დარღვევით და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მაღალი დონის დელეგაციიდანაც ევროკავშირის, ივანიშვილის პარტიის წევრები მოისმენენ იმას, რომ ამ არჩევნებს ვერ და არ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია, რაც ბუნებრივია არის საფუძველი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის, რაც სწორედ ის მოთხოვნაა, რასაც ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ვაყენებთ.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.