საერთაშორისო ლეგიტიმაცია ივანიშვილის სპეცოპერაციის შედეგად დამდგარ შედეგს არ გააჩნია, ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იქნება 26 ოქტომბრის არჩევნები,- განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ევროპის ლიდერების ვიზიტთან დაკავშირებით.
„რა თქმა უნდა, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვხვდებით დელეგაციას. მნიშვნელოვანია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია და რა კომუნიკაციაც გვაქვს და რაც მომავალში გვექნება, კიდევ უფრო წარმოაჩენს იმას, რომ საერთაშორისო ლეგიტიმაცია ივანიშვილის სპეცოპერაციის შედეგად დამდაგრ შედეგს არ გააჩნია და ამ შეხვედრის მთავარი თემაც იქნება ეს.“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის თქმით, 11 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვა.