აქციის მონაწილეები მსვლელობით პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან.
ოპოზიციის ლიდერები დღევანდელი აქციის საბოლოო ლოკაციასა და სამოქმედო გეგმის შესახებ არ საუბრობენ.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ცუცქირიძის განცხადებით,"არა თუ ასეთი რეჟიმი, ბევრად უფრო მონოლითური სისტემები დანგრეულა თავისუფალი ადამიანების ერთობლიობის შედეგად".
შეგახსენებთ, დედაქალაქში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ქალაქის ორ ლოკაციაზე - მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის და მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებზე შეიკრიბნენ და სწორედ ამ ორი ლოკაციიდან დაიწყეს მსვლელობა.