ემოციებით ავტორიტარიზმი არ ემხობა, ავტორიტარიზმის დამარცხებას და სამშობლოს დაბრუნებას სჭირდება ცივი გონებით გეგმა, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
„ემოციებით ავტორიტარიზმი არ ემხობა. ავტორიტარიზმის დამარცხებას და სამშობლოს დაბრუნებას სჭირდება ცივი გონებით გეგმა, მრავალი მიმართულებიდან შეტევა და იძულება ხელისუფლების, რომ უბრალოდ წავიდეს. ამას ვაკეთებთ, მოთმინებით დაველოდოთ და მოვიხადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალი პოლიტიკოსებმაც, სამოქალაქო საზოგადოებამაც, მედიამაც და, პირველ რიგში, ამომრჩეველმა, რომელმაც ზუსტად იცის, რომ ''ქართულმა ოცნებამ'' მოიპარა არჩევნები, ხელისუფლება და სამშობლოსაც გვართმევს. ყველაფერი კარგად იქნება'', - განუცხადა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს.
არა რუსულ არჩევნებს - არა რუსულ რეჟიმს - ამ ლოზუნგებით დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.