ევროპელ ლიდერებს დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ, რუსეთმა კი გამონახა დრო, რომ თავისი კონტროლის ქვეშ მოექცია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი საფრანგეთიდან, ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს.
„ბუდაპეშტში შეკრებილ ევროპელ ლიდერებს „საქართველოზე საუბრის დრო არ ჰქონდათ“. მოსკოვმა, თავის მხრივ, გამონახა დრო რომ ის თავის კონტროლს დაუქვემდებაროს. ჩვენ ვერასდროს ვსწავლობთ“, – წერს ნატალი ლუაზო.
მანამდე „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა, რიკარდ იოზვიაკმა დაწერა, რომ დღეს ბუდაპეშტში შეხვედრის დროს, ევროკავშირის ლიდერებს საქართველოზე დებატებისთვის დრო არ ჰქონდათ.
ნატალი ლუაზო საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდებოდა.