ივანიშვილი ამ პროცესების უკან დგას და ჩვენ ვიცით, რამდენად ღრმა და ახლო ურთიერთობა აქვს მას რუსეთთან, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროპული საბჭოს არაფორმალურ სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ეს პიროვნება [ივანიშვილი] ამ პროცესების უკან დგას და ჩვენ ვიცით, რამდენად ღრმა და ახლო ურთიერთობა აქვს მას რუსეთთან. სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ არა მხოლოდ ვამბობთ, რომ თქვენ ევროკავშირს შორდებით, არამედ ასევე უახლოვდებით რუსეთს. შეუძლებელია შუა გზის არჩევა. თუ გადაწყვეტ, რომ კონკრეტული გეოპოლიტიკური ნაბიჯები გადადგა, შუაში ვერ დარჩები, ან დასავლეთისკენ მიდიხარ, ან აღმოსავლეთით. ასე მარტივადაა ეს“, - თქვა გიტანას ნაუსედამ.