ზაპოროჟიეზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა, მათ შორის 1 წლის ბავშვია.
ამის ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი Telegram-ზე წერს.
„ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი წლის ბიჭია. დაშავებულია 42 ადამიანი.
7 ნოემბერს რუსეთის ძალები თავს დაესხნენ ქალაქ ზაპოროჟიეს. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ იყო 4 დაღუპული და 18 დაშავებული. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანგრევების ქვეშ მოყოლილებს ეძებდნენ.