უკრაინული მედიის ცნობით, 8 ნოემბრის ღამეს ხარკოვში აფეთქებები მოხდა, რუსეთის ძალები ქალაქს თავს დაესხნენ მართვადი ავიაბომბებით, ნაწილობრივ დაინგრა 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, დაშავდა25 ადამიანი.
ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ სინეგუბოვის ინფორმაციით, დასავებულთა შრის ხუთი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. საცხოვრებელი კორპუსიდან 30 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ნაწილობრივ დანგრეულია კორპუსის სადარბაზო და სამი სართული. დაზიანებულია მიმდებარე საცხოვრებელი სახლები, 5 ავტომობილი და მეტროსადგურის გასასვლელები.