ლას ვეგასში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ქართველმა მძიმეწონოსანმა ალექსი დავითაშვილმა ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.
ფინალში მან მონღოლი ძიუდოისტი დაამარცხა და პლანეტის საუკეთესო ძიუდოისტი ზედიზედ მერვედ გახდა.
აღსანიშნავია, რომ დავითაშვილი რვა გზის ფალავანია ქართულ ჭიდაობაშიც.