სალომე ზურაბიშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ესაუბრა:
- ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს;
- ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს;
- პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას;
- მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს;
- პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მარსელუ რებელუ დი სოზას;
- ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩსს;
- ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალარ კარისს;
- ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროს;
- შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინსიტრ ულფ კრისტერსონს.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტი 7 ნოემბერს, ბუდაპეშტში გაიმართება. მას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც დაესწრება.