"ქართულ ოცნებას" არჩევნები არ მოუგია, მათ უბრალოდ თავხედურად გამოიცხადეს თავი გამარჯვებულად” - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
"ქართულ ოცნებას" ცრუ სიხარული აქვს, რადგან ირანისა და ვენესუელას ხელისუფლების მეგობარი პოლიტიკური ძალა ვერასდროს იქნება ტრამპისტი.
რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა, პროტესტი უნდა გაგრძელდეს. "ქართულ ოცნებას" არჩევნები არ მოუგია, მათ უბრალოდ თავხედურად გამოიცხადეს თავი გამარჯვებულად.
ვინც აქციებზე ხალხის რაოდენობაზე წუხს, ამ ადამიანებს ვურჩევ, გამოვიდნენ და უფრო მეტნი ვიქნებით. აქ არ წყდება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი, აქ წყდება საქართველოს მომავალი.
გამარჯვება იქნება ახლოს, მთავარია, დავიჯეროთ, რომ მათ არჩევნები არ მოუგიათ” - განაცხადა მანჯგალაძემ.