პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილის წერს, რომ ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში მივა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოსაკითხად.
"ხვალ 12:00 საათზე ვიქნები მაგისტრატ მოსამართლესთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით. პირველი, რაზეც პროკურატურას მოუწევს პასუხის გაცემა, არის - რატომ არ რეაგირებდა თვეების განმავლობაში ჩვენს ოფიციალურ განცხადებებზე დანაშაულებთან დაკავშირებით და რატომ ეხმარებიან ცესკოს მტკიცებულებების შესაძლო განადგურებაში. დანარჩენი ხვალ." - წერს მეზვრიშვილი.
მანამდე, მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს.