თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან კიდევ ერთი აქცია ხვალ, 11:00 საათზე დაანონსდა - ამის შესახებ ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღევანდელ აქციაზე განაცხადა. ვაშაძის თქმით, ამჟამად მსვლელობა სააპელაციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან დიღმის მასივის ცენტრალური გამზირისკენ გადაინაცვლებს.
"ხვალ, 11:00 საათზე, ისევ ყველანი შევიკრიბოთ აქ. დღეს, ფაქტობრივად დახურეს სასამართლო, შიგნით პროცესები არ არის. პროცესი, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო ხვალისთვის. ხვალ, 11 საათზე ისევ შევიკრიბოთ აქ, 12:00-ზე იქნება პროცესი, 14:00-ზე იქნება მეორე პროცესი. ახლა, გთხოვთ გადავინაცვლოთ მარცხენა მხარეს და დავიწყოთ მსვლელობა დიღმის მასივის ცენტრალური გამზირისკენ" - თქვა ვაშაძემ.
ფოტო: ტაბულა