თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც დაანონსებულია აქცია, მობილიზებულია პოლიცია.
დიღმის მთავარი სამმართველოს ეზოში გდდ-ს თანამშრომლებით სავსე ავტობუსები შეიყვანეს - ადგილზე არიან კრიმინალური პოლიციის და პატრულის თანამშრომლები.
„როგორც მოგეხსენებათ, დაანონსებული არის აქცია სააპელაციო სასამართლოსთან. შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რათა უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი. პოლიციის რაოდენობასთან დაკავშირებით პირადად ვიღებთ გადაწყვეტილებას და საჭიროებისამებრ გამოგვყავს ხოლმე. სასამართლოს შენობაა, მიმდინარეობს პროცესები და რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია, დაძაბულობა, პოლიციელები იქნებიან ადგილზე, რათა მშვიდად წარიმართოს სასამართლო პროცესები“, – განუცხადა ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან 3 საათზე ოპოზიციის აქციაა დაგეგმილი.