პარტია "გირჩი" ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით შაბათს, 9 ნოემბერს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქციას აანონსებს.
"ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს ახალი არჩევნები და ამ მოთხოვნის შესასრულებლად ცესკოს მიეცეს ერთ კვირიანი ვადა.
დასავლელ პარტნიორებს მოვუწოდებთ არ აღიარონ ამ არჩევნების შედეგები.
მოდი შაბათს, 19:00-ზე მიტინგზე, პარლამენტის წინ, დაგვიჭირე მხარი და შემოუერთდი ჩვენს გეგმას, რათა ფეიქ-რევოლუციის ნაცვლად, ახალი არჩევნებისთვის გავაგრძელოთ ბრძოლა!" - წერია გირჩის განცხადებაში.