ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიულოცა მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება და განაცხადა, რომ რუსეთის მცდელობა ძირი გამოუთხაროს საარჩევნო პროცესს, ჩაიშალა.
„ვულოცავ მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად ისტორიულ ხელახლა არჩევას. კვირას, მოლდოველი ხალხი მივიდა არჩევნებზე და ხმა მისცა პრეზიდენტ სანდუს ხედვას უსაფრთხო, აყვავებული და დემოკრატიული მოლდოვის შესახებ.
პრეზიდენტის ხელახალი არჩევა ხდება ორი კვირის შემდეგ, რაც მოლდოველმა ხალხმა ჩაატარა საკონსტიტუციო რეფერენდუმი ევროკავშირში წევრობის სასარგებლოდ.
„თვეების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა ძირს გამოეთხარა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესებისთვის მოლდოვაში. მაგრამ რუსეთს ეს არ გამოუვიდა.
მოლდოველმა ხალხმა გამოიყენა თავისი დემოკრატიული უფლება, აირჩიოს საკუთარი მომავალი და აირჩია გზა, რომელიც ორიენტირებულია ევროპასა და მსოფლიო დემოკრატიაზე“, - განაცხადა ბაიდენმა.